უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა და ბალისტიკურმა რაკეტებმა ღამით იერიში მიიტანეს რუსეთის რეგიონებში მდებარე ონლაინმაღაზიების საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე. მასშტაბური ხანძარია პეტერბურგში: დარტყმებმა გაანადგურა უმსხვილესი ლოგისტიკური კომპლექსები.
ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ანალოგიური ვითარებაა სიმფეროპოლშიც, ტვერში სასაწყობე ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის რეგიონები. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.