ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. ისინი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
"რუსთავი 2" დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.