აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას იხსენებს, რუსეთთან ეკონომიკური და ტურისტული მიზნებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით და შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ანანიძის თქმით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ სააკაშვილის განცხადებას ოპოზიციის დღევანდელი ლოგიკა უნდა შეუტრიალოს საზოგადოებამ და მიიღებს თუ არა საზოგადოება რუსულ ოპოზიციას, რიტორიკულად კითხულობს ანანიძე.
"მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?" - წერს ცოტნე ანანიძე.