ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი ოქროს ტბაზე - ღონისძიება მალთაყვის ტერიტორიაზე დღეს საზეიმოდ დაიხურება. ფინალური შეჯიბრის შემდეგ, გამარჯვებულებს გამოავლენენ.
მასშტაბურ სპორტულ ტურნირში 20-ზე მეტი ქვეყნის 120-მდე საუკეთესო, მათ შორის, 3 ფოთელი ათლეტი ასპარეზობს.
სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა - სპორტსმენები ერთმანეთს ამ სამ ძირითად მიმართულებაში ეჯიბრებიან.