25 ივლისი 2026,   21:18
ვრცლად
დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა" მიმდინარეობს

დედოფლისწყაროში ფესტივალი "ალოობა" მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ პარკში დილიდან მოწყობილია ფერმერების საგამოფენო სივრცეები სადაც წარმოდგენილია ქართული აგრარული მემკვიდრეობა.

ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მათ დაათვალიერეს ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი თემატური პავილიონები და პურის ცხობის ტრადიციული მეთოდებს გაეცნენ.

ფესტივალი წელს პირველად იმართება და მიზანია ქართული ხორბლის აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები