29 ივლისი 2026,   01:19
ვრცლად
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი. პროექტი ხორციელდება Aqualia-ს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ მდგრადობას.

აღნიშნულ პროექტში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 12.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დღის ამბები