30 ივლისი 2026,   12:21
ვრცლად
იაპონიაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 63 ადამიანი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდები. ათიათასობით ოჯახს კვლავ არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს.

დღის ამბები