30 ივლისი 2026,   19:36
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების საქმეში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სოფიო იმერლიშვილი", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები