მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი 2 სექციისგან შედგება, მოკლემეტრაჟიანები, სადაც ჟანრი თავისუფალია ანიმაციიდან დოკუმენტურამდე და სრულმეტრაჟიანი მთის თემატიკის, რომელზეც გაიცემა მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზი. ფესტივალს აქვს 4 ტიპის ჯილდო - გრანპრი, მთის თემატიკის პრიზი, მოკლემეტრაჟიანის ფილმების პრიზი და ერთი თავისუფალი პრიზი, რომელსაც ჟიური თავის სურვილისამებრ გადაწყვეტს.
მესტიის კულტურის ცენტრის ფოეიში მოეწყო მთისადმი მიძღვნილი გამოფენაც.