30 ივლისი 2026,   23:15
ვრცლად
"უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებსა და მასზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებზე საუბრობს. ფავლენიშვილის შეფასებით, სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში, შესაბამისად, მისი თქმით, მსგავსი რამ არასერიოზული არ იქნება.

"მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები? - რახან პირადად არ შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი გამოხატულება ექნება მის აზრს, წერილის სახით წაიკითხავენ თუ უფრო ხილული იქნება, არასერიოზული რატომ არის, ვერ ვხვდები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა - "ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა. თავი ნელსონ მანდელასთანაც გააიგივა და თქვა, რომ მის მსგავსად საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა. ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები, მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები