30 ივლისი 2026,   18:48
ვრცლად
რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის რეგიონები დაბომბეს

რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის რეგიონები დაბომბეს. სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა კიევი, ლვივი და კრივიი რიჰი. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, არიან ბავშვები. კიევში დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები. ლვივში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღები.

პარალელურად, საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის პენზის ოლქსა და უდმურტიაში მდებარე ლოგისტიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საწყობში მასშტაბური ხანძარია.

დღის ამბები