31 ივლისი 2026,   18:07
ვრცლად
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულ სიცხესთან ერთად მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

ევროპის კონტინენტზე რეკორდული სიცხეების ფონზე, მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და ინგლისში სტიქიის გამო ევაკუირებულია ასი ათასობით ადამიანი. ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკონომიკას და ინფრასტრუქტურას.

საფრანგეთის ჟირონდის რეგიონში ხანძარმა უკვე 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაანადგურა. გადამწვარია 200-მდე საცხოვრებელი სახლი.

მადრიდის სამხრეთ-დასავლეთით ცეცხლის ორ კერას ამ წუთებშიც ებრძვიან. ხანძარმა 50 000 ჰექტარი გაანადგურა.

საბერძნეთში, კუნძულ კრეტას სამხრეთ-დასავლეთიდან ევაკუირებულია 8 000 ადამიანი.

ექსპერტების შეფასებით, კლიმატის გლობალური ცვლილება ხანძრების სიხშირეს და ინტენსივობას ზრდის.

დღის ამბები