31 ივლისი 2026,   21:49
ვრცლად
საკითხი, რომელიც ეროვნულ იდენტობას და ღირებულებებს დაიცავს, მისაღებია, თუ ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი - თენგიზ შარმანაშვილი

ახალი სამართლებრივი მექანიზმები და ისეთი კანონების მიღება, რომლებიც დაიცავს ქვეყნის იდენტობას. საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით კონსულტაციებს იწყებს იურისტებთან, სამართლის სპეციალისტებთან და ისტორიკოსებთან, რათა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

ამ პროცესში მმართველი გუნდი კონსულტაციებისთვის მზად არის.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელი ქვეყნის იდენტობასა და ინტერესებს საერთაშორისო სამართლის ნორმის შესაბამისად დაიცავს, მისასალმებელია.

"ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პროფესიულად, კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ეს ისეთი ხალხია, შეხვედრაზე უარს არავინ ეტყვის. თუ მეც ვიქნები მიწვეული, მადლობელი ვიქნები. ამის შემდეგ დეტალურად გეტყვით ჩემს მოსაზრებას მათ მოსაზრებებზე.

საკითხი, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობასა და ღირებულებებს დაიცავს, ჩვენთვის მისაღებია, თუ ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები