აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრესი და უცვლელი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის ყოველგვარი ფორმით გამორიცხვაა.
"მთავარი მიზანი არის და ყოველთვის იქნება ის, რომ ირანს არ ჰქონდეს - არანაირი ფორმით, გზით ან სახით - ბირთვული იარაღი. მადლობა ამ საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის!" - წერს ტრამპი.