23 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
"უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გასაჯაროებული ფაქტები ვერ დარჩება რეაგირების გარეშე" - Sense Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ჩამოაშორეს

უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება Sense Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ, ასევე წამოაყენა ინიციატივა ბანკის გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებაზეც, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

სერგეი კორეცკის თქმით, ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გასაჯაროებული ფაქტები და მასალები ვერ დარჩება რეაგირებისა და სათანადო შეფასების გარეშე.

"სხვა თანამდებობის პირებსაც, რომლებიც ანტიკორუფციული ორგანოების მასალებში ფიგურირებენ, ანალოგიური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ფინანსთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ჯეროვანი შეფასება უნდა მისცენ ბანკისა და, კერძოდ, მისი ხელმძღვანელობის საქმიანობას.

ანტიკორუფციული ორგანოების მიერ გასაჯაროებული ფაქტები და მასალები ვერ დარჩება რეაგირებისა და სათანადო შეფასების გარეშე", - აცხადებს სერგეი კორეცკი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები