შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ბუავას ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.