29 აგვისტო 2026,   11:57
ვრცლად
ნეპალის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის აღდგენისთვის მინიმუმ 4 მილიარდი დოლარია საჭირო

ნეპალის ფინანსთა მინისტრის, სვარნიმ ვაგლეს განცხადებით, დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად ქვეყანას 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ეს მხოლოდ დაახლოებითი შეფასებაა. ამჟამად ზარალისა და დანაკარგების შეფასება მიმდინარეობს," - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-მდე გაიზარდა.

როგორც ნეპალის, ასევე ჩინეთის მხარეს დაახლოებით 2 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის, ათეულობით უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დღის ამბები