გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტატო ირემაძემ ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის, სპეციფიკისა და მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ხაზი გაესვა ახალგაზრდების აქტიურ როლს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციაში.
ახალგაზრდებთან მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მიზანი მომავალ თაობაში ეკო-ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდაა.