06 სექტემბერი 2026,   01:44
ვრცლად
"როგორ ბედავთ და ჩემს შვილს თავს ადარებთ? ჩემი შვილი პატრიოტი იყო, თქვენ კი მოღალატეები ხართ" - ლაშა ბასლანძის მამა თორნიკე რაზმაძის პოსტზე

გარდაცვლილი ლაშა ბასლანძის მამა, აკაკი ბასლანძე, ოპოზიციის აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება. იგი ოპონენტებს მიცვალებულების უპატივცემულობაში ადანაშაულებს და მათ მოღალატეებს უწოდებს.

"ეს ის რაზმაძე და ეგრეთ წოდებული ქალბატონი პატარაია არიან, რომლებიც აფხაზეთის თემაზე დაგვცინიან. პატარა ბავშვებსაც კი დასცინიან იმის გამო, რომ მათ აფხაზეთის დაბრუნების რწმენას ვუსახავთ. გეყოფათ, უკვე სირცხვილია! მიცვალებულებსაც კი აუგად იხსენიებენ - ასეთი რამ არ შეიძლება. ამის მერე კიდევ ქართველობაზე დებთ თავს და ამბობთ, რომ საქართველო გიყვართ?! როგორ ბედავთ და ჩემს შვილს თავს ადარებთ? ჩემი შვილი პატრიოტი იყო, თქვენ კი მოღალატეები ხართ," - აცხადებს აკაკი ბასლანძე.

დღის ამბები