29 სექტემბერი 2026,   14:01
ვრცლად
საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე, სასჯელის სახით, 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა - აქედან ორწლიანი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით და 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის პარიზის მე-7 ოლქის მერის მანდატს დაკარგავს.

საქმე ეხება 2009 წელს დატისა და კარლოს გონს შორის გაფორმებულ საადვოკატო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილ მინისტრს წლიურად 300 000 ევროს უხდიდნენ.

პროკურატურის შეფასებით, საადვოკატო კონტრაქტით შეინიღბა 2009-2013 წლებში ლობისტური საქმიანობა ევროპარლამენტში რენო ნისანის ინტერესების სასარგებლოდ, რაც ევროპარლამენტარის მანდატთან შეუთავსებელი იყო.

დღის ამბები