29 სექტემბერი 2026,   12:09
ვრცლად
"მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია - ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი IRI-ის სკანდალურ კვლევაზე

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე. რას აცხადებენ ოპოზიციაში მათ მიერ შეკვეთილ და შემდეგ დამალულ სკანდალურ კვლევაზე - აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ამ ამბით იკვეთება ის, რაც რასაც 10 წელია ამბობს - "მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება".

"1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.

2. გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება რასაც 10 წელია გავიძახი - მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება თუ ეს მართალია - ჩემს 10 წლიან მოლოდინს ამტკიცებს.

3. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის "არჩევნებში" მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი ლელოს გაქრობად დაუჯდა - ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს.

4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად
ყოფნა ოხრად რჩება.

5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი გირჩი, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია. ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ - მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით.

6. რაც შეეხება ფედერალისტებს - უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია.

რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს მეგობრებო - დასცინეთ ამ ორ პროცენტიანს," - წერს ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები