10 სექტემბერი 2026,   06:22
ვრცლად
გიორგი ვოლსკი გაეროში გაკეთებულ განცხადებაზე: ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვჯობივართ ყველა მიმართულებით, პოლიტიკური იქნება, სამართლებრივი თუ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული

უარგუმენტო კრიტიკა, ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყანას ყველა მიმართულებით ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ხოლო ბრიუსელის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის მიღმა დგას ინტერესი, რომ საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაემორჩილება ყველა მათ მითითებას:

"ჩვენ მზად ვართ, წინ ვართ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი მონაცემები და ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვჯობივართ ყველა მიმართულებით, პოლიტიკური იქნება, სამართლებრივი თუ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული. ეს არის ფაქტი. ამ ფაქტების მიღმა არსებობს ინტერესი. ამ ინტერესებზე ლაპარაკობს ევროკავშირის წარმომადგენელი გაეროში ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე და ეს ინტერესი არის საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დაემორჩილება ყველა მათ მითითებას", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები