11 სექტემბერი 2026,   12:41
ვრცლად
დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთმა, უკრაინის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

პოლონეთმა, უკრაინის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირლანდიის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დონალდ ტუსკმა რუსეთის მხრიდან მომდინარე რისკებზე ისაუბრა და პარტნიორები მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გააფრთხილა.

"ბოლო საათებში საკმაოდ დეტალური ანგარიში მივიღე, რომელიც უშუალოდ CIA-ს ხელმძღვანელმა მომაწოდა. ის უახლოეს თვეებში მოსალოდნელ მოვლენებს ეხება. მე ამაზე უკვე მრავალი თვეა ვსაუბრობ და გაფრთხილებას გავცემ. ჩვენ სხვადასხვა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. პოლონეთიც და მთელი ევროპაც მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარებისთვის უნდა მოემზადოს. ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას, არამედ ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგსაც. მოგეხსენებათ, რუსეთმა სასაზღვრო პუნქტებზე პროვოკაციული თავდასხმები უკვე განახორციელა - მაგალითად, მოლდოვაში. მსგავს მოქმედებებს სხვა ქვეყნებშიც ველოდებით. ეს უკრაინასთან მოსაზღვრე სახელმწიფოებს, მათ შორის პოლონეთს ეხება,"- აცხადებს დონალდ ტუსკი.

დღის ამბები