14 სექტემბერი 2026,   12:58
ვრცლად
ზელენსკიმ რადას, გენერალური პროკურორის რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ცნობილია, რომ ქვეყნის ანტიკორუფციულმა უწყებებმა გენპროკურატურაში ჩხრეკა ჩაატარეს და დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ ქრთამს იღებდა.

საქმეზე დაკავებულია პროკურატურის მაღალჩინოსანი. მიმდინარე გამოძიების ფონზე, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

დღის ამბები