17 სექტემბერი 2026,   12:19
ვრცლად
დონალდ ტრამპი ევროპას ვაჭრობის შეწყვეტით და მაღალი ტარიფებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ევროპას ვაჭრობის შეწყვეტით და მაღალი ტარიფებით ემუქრება - აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ფორმით ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას უპასუხა, რომელმაც კანადისთვის ევროკავშირის პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭება შესთავაზა.

"კანადა საშინელი სავაჭრო პარტნიორია, ეს ინიციატივა კი სასაცილო და შესაძლოა, მტრული აქტიც იყოს" - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერი ევროპას აფრთხილებს, თუ ეს ნაბიჯი ბოროტი განზრახვითაა გადადგმული, ვაშინგტონი ევროპულ საქონელს "კოსმოსურ" ტარიფებს დაუწესებს ან მათთან ვაჭრობას უბრალოდ შეწყვეტს.

ევროკომისიის ინიციატივას კანადისთვის პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის შეთავაზებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრიც. მარკ კარნის განმარტებით, ოტავას ევროკავშირთან არა გაწევრიანება, არამედ "უნიკალური ალიანსის" შექმნა სურს.

დღის ამბები