23 სექტემბერი 2026,   07:55
ვრცლად
პოლიტიკური სკოლის ტრეინინგი არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით - ხელისუფლების კითხვები ევროსაბჭოს და აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევა

სემინარი, რომელიც სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობის პროექტის სახელით ჩატარდა, ევროსაბჭოს მხარდაჭერილი და არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულია. ხელისუფლების კითხვებსაც სწორედ ეს ორი ფაქტი აჩენს - როგორ დააფინანსეს, როდესაც მთავრობისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ნებართვით არ მიუმართავთ, და რა მიზნით დაუჭირეს მხარი ოპოზიციის წარმომადგენლის ღონისძიებას. პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სპიკერმა არჩევნების არაღიარებისკენ ახვლედიანის განცხადებებიც გაიხსენა და ისიც, რომ ორი მოწვევის დეპუტატი პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" წარმოადგენდა. შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ევროსაბჭომ უნდა განმარტოს, როგორ თავსდება

ასეთი პოლიტიკოსის პროექტის მხარდაჭერა დიალოგის ხელშეწყობასთან მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურ ექსტრემიზმს უფრო აძლიერებს.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ, რომელსაც ახვლედიანი ხელმძღვანელობს შეხვედრა ბახმაროში, გასულ კვირას ჩაატარა. ესწრებოდნენ დიპლომატებიც, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სემინარი ევროსაბჭოს მხარდაჭერილი იყო, თუმცა იგნორირებული იყო გრანტების შესახებ კანონი, რაც თავის მხრივ, მსგავსი ღონისძიების დაფინანსებისთვის შესაბამის წესს განსაზღვრავს. მოხდა თუ არა მიზანმიმართულად კანონის გვერდის ავლა? ევროპის საბჭო აცხადებს, რომ ჰონორარი არ გაუციათ, არმაზ ახვლედიანი კი "კურიერის" სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. თემაზე საუბარი არ სურთ, არც ნაციონალურ მოძრაობაში.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების სავარაუდო ფაქტს აუდიტის სამსახური მოიკვლევს. მმართველი გუნდის თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს - არღვევს თუ არა ევროსაბჭო, ამავე ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში კანონმდებლობას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის გვერდის ავლით ოპოზიციური ღონისძიების დაფინანსება პირველ რიგში თავად დონორის რეპუტაციას აზიანებს.

აუდიტის სამსახურის ცნობით, თბილისის პოლიტიკური სკოლის მიმართ დაწყებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციას, მთავრობასთან შეუთანხმებლად გრანტის მიღების სავარაუდო ფაქტზე.

დღის ამბები