23 სექტემბერი 2026,   01:57
ვრცლად
აშშ-ისა და ირანის ლიდერებს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ - ტრამპი

ჟურნალისტთან საუბრისას დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, შედარებით ადრე, აშშ-ისა და ირანის ლიდერებს შორის სამსაათიანი საუბარი შედგა, რომელშიც სპეციალური წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერიც მონაწილეობდნენ.

"ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა" - განაცხადა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ირანის მხრიდან რომელი ლიდერები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე.

ვიტკოფმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ახლა "ძალიან კარგ განწყობაზეა", თუმცა მეტი დეტალი არ გაუმჟღავნებია.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები