აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებსა" და მათ შედეგებს," - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.