"წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს ფარგლებში, უკვე არაერთი ღონისძიება გაიმართა, შედგა შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან," - ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ ტრადიციულ ვახშამზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო მიწვეული.
"ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უმასპინძლა ვახშამს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო მიწვეული, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, რადგანაც ჩვენთვის ეს არის კარგი პლატფორმა, რადგანაც კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი საქართველოს წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში - მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური აღმასვლის, ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით და ეს პლატფორმა გამოყენებული იქნა ამ დღეების განმავლობაში," - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძემ.