გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდა, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა ინვენტარი, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
საბავშვო ბაღი ამ ეტაპზე 30-მდე აღსაზრდელს ემსახურება.