საქართველოს დელეგაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო პროფესიული უნარების კონკურსს “WorldSkills 2026” ესწრება. ღონისძიება ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება.
ქართველი ახალგაზრდები, საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ხუთი პროფესიული მიმართულებით გამართულ კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას - ვებ-ტექნოლოგიები, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები, მოდის ტექნოლოგია, კონდიტერია და ავტო ტექნოლოგია. WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსი 90 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანი განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაა.
„WorldSkill-ი გახლავთ მსოფლიოში პროფესიული უნარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც წელს 90-მდე ქვეყანას და კერძოდ, 1 500-მდე კონკურსანტი მონაწილეობს, რომლებიც 64 პროფესიული მიმართულებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ის, რომ საქართველოს 2012 წლიდან მონაწილეობს WorldSkill-ის ღონისძიებაში და სრულუფლებიანი წევრია, მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის პროფესიული განათლება“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.