ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
განიხილეს საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
კომისიის წევრებმა კონკრეტული მიმართულებებით შემდგომი რეაგირების საჭიროებები განსაზღვრეს და შესაბამისი უწყებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს.