26 სექტემბერი 2026,   17:45
ვრცლად
გიგაური და მსგავსი ინდივიდები არიან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი თუ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენებენ - ირაკლი ჭეიშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ ბრალდების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და განიხილავს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს, მათ შორის, საუბრობს საზღვრის უკანონო კვეთაზეც. ეს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოვიდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიგაური ენჯეოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საწყის ეტაპზე ვერ შეძლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება, თუმცა ბულინგის გამო სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება მოუწია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება მოსალოდნელი იყო.

"ეკა გიგაური და მსგავსი ინდივიდები არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ეს დადასტურებულია, იცის ყველამ აბსოლუტურად, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომაც.

მიუხედავად იმისა, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წევრია ეკა გიგაური, სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ ალბათ მაშინ ვერ წავიდა.

დღეს რომ ზეწოლის ქვეშ მოექცა "ნაციონალური მოძრაობისგან" და მიხეილ სააკაშვილისგან, ამის შემდეგ ეკა გიგაურმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენებინა.

გიგაურისთვის შეიძლება მიზნობრივი იყოს მილიონების ხარჯვა სარეზერვო ფონდიდან და ბიუჯეტის ხარჯებით დღესასწაულებისა და სამკაულების ჩუქება თავისი ე.წ. მეგობრებისთვის", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. 

დღის ამბები