27 სექტემბერი 2026,   12:05
ვრცლად
"მადლობა მაღაროელს" - ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება

ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იქნება. პროფესიული დღის მთავარი გზავნილია - "მადლობა მაღაროელს".

ამ ლოზუნგს დღესასწაულზე მთელი ქალაქი შეუერთდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ნაწილია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცემათ.

მაღაროელები შრომის დაფასებისთვის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა უხდიან:

"ეს ჯილდო არის ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო, შრომის დაფასების საქმე. მადლობელი ვარ ამ დიდი პატივისცემისათვის"- აცხადებს მაღაროელი ლევან მაჩიტიძე.

"უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისათვის კომპანიის წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდი ყველა მაღაროელს, ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, მხნეობას და ყველაფერ საუკეთესოს. მადლობა ყველას ასეთი ჯილდოს გადმოცემისათვის,"- აღნიშნავს მაღაროელი ზურაბ ბრეგვაძე.

დღის ამბები