28 სექტემბერი 2026,   22:14
ვრცლად
აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება

შპს "საქართველოს მელიორაცია" აბაშის მუნიციპალიტეტში ნოღელა-აბაშის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ სეფიეთში მდებარე ნოღელა-აბაშის დამშრობ მასივზე მაგისტრალური და კოლექტორული არხები ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება. არხების საერთო სიგრძე 5875 მეტრია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე უზრუნველყოფილი იქნება ჭარბი წყლის მოცილება, გაუმჯობესდება სადრენაჟე მომსახურება და ტერიტორიის სამელიორაციო მდგომარეობა.

დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები