29 სექტემბერი 2026,   13:54
ვრცლად
ეს კვლევა არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელი საზოგადოებრივი განწყობებისა - გიორგი გაბუნია IRI-ის სკანდალურ კვლევაზე

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს კვლევა არ არის ესე ოფიციალურად გამოქვეყნებული, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელი საზოგადოებრივი განწყობებისა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

რეალურად, ჩვენი ხელისუფლების ნდობა საზოგადოებაში არის უპრეცედენტოდ მაღალი და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ასევე, ის რადიკალური ოპოზიცია, რომელზეც მუდმივად დებენ ფსონს მათი გარე დამფინანსებლები, სრულიად გაკოტრებული, სრულიად ამორალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ და განაცხადონ პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე, არ აქვთ. ეს ძალები რეალურად არის დამთავრებული ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეს კვლევები აი იმ სინამდვილეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენს პოლიტიკურ ველზე," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები