ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა ბერნის კონვენციის ექსპერტთა მე-16 შეხვედრას უმასპინძლა.
საერთაშორისო ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
"ვმასპინძლობთ ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის სამდივნოს, რაც გვაძლევს საშუალებას საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ეს არის ფაქტი დადასტურება იმისა, რომ ლაგოდეხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო საზოგადოების შეკრებისათვის", - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.