02 ოქტომბერი 2026,   04:19
ვრცლად
ბათუმმა საფორტეპიანო მარათონს პირველად უმასპინძლა

ბათუმმა პირველად უმასპინძლა საფორტეპიანო მარათონს. აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში ადგილობრივი სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი პიანისტების წარმოჩენა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.

დღის ამბები