01 ოქტომბერი 2026,   15:11
ვრცლად
ირაკლი ზარქუა ბერა ივანიშვილის განცხადებაზე: მიზანმიმართული სიცრუის კამპანიაა განსაკუთრებულად ამ ოჯახის მიმართ და  ეს ინიციატივა მისასალმებელია, დიახ, არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უპასუხოდ აღარ დატოვებს მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და დეზინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ. როგორც თავად წერს, ავრცელებენ ცილისმწამებლურ ბრალდებებს თითქოს ის ე.წ. ქოლცენტრებს მფარველობს, უკანონო გარიგებებში შედის და მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას თქმით, ბერა ივანიშვილის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან იცისწამება არავის უნდა ეპატიოს.

"მიზანმიმართული გაშავების პოლიტიკა, მიზანმიმართულად სიცრუის კამპანიაა განსაკუთრებულად ამ ოჯახის მიმართ და ბუნებრივია, შეუძლებელია, როცა ასე გაბრალებენ, როდესაც ეს არის დაფინანსებული და ეს ბუნებრივია ორკესტრირებულია ამ ოჯახის წინააღმდეგ, შემდეგ ეს ინიციატივა მისასალმებელია. დიახ, არავის არაფერი არ უნდა ეპატიოს. ის, ვინც გაბრალებს, კეთილი ინებოს, წარდგეს სასამართლოს წინაშე და დაამტკიცოს. მგონია, რომ ეს შედეგსაც მოგვცემს და შემდეგში ვინმე რომ დააპირებს რაღაც სიცრუის დაბრალებას, კეთილი ინებოს, ან დაამტკიცოს ან პასუხი აგოს ამ სიცრუეზე", - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები