საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მოსწავლეთა მხარდაჭერისა და მათ განვითარებაზე ყოველდღიური ზრუნვისთვის და ხაზი გაუსვა მასწავლებლის განსაკუთრებულ დამსახურებას მომავალი თაობის ცოდნის, უნარებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.
ღვაწლმოსილ პედაგოგების დაჯილდოებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.