უმაღლესი რადას დეპუტატმა ანა სკოროხოდმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის კონსტიტუციაში ასახვას ითვალისწინებს.
დეპუტატს პარლამენტარმა შესთავაზა მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკის შენარჩუნება და ნატოსთან დაკავშირებული მითითების ამოღება (რომელიც შემოღებული იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოს პერიოდში), რაც "დაადასტურებდა ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ჩადენის სურვილის არარსებობას".
როგორც შესწორებაშია აღნიშნული, ინიციატივა გულისხმობს "უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განმტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს რაიმე სამხედრო ალიანსში არშესვლის გარანტიებს და ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ჩადენის სურვილის არარსებობის დადასტურებას".
როგორც მედია წერს, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პერიოდში, უკრაინის კონსტიტუციაში მკაცრად გაიწერა მისი მისწრაფება ნატოსა და ევროკავშირისკენ, სკოროხოდი კი გამოდის ინიციატივით, რომ შენარჩუნდეს მხოლოდ ევროკავშირის მუხლი და ამოიღონ ალიანსის ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რუსეთის მიზნად რჩება და შეახსენა, რომ ეს სტატუსი უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაშია ასახული.