06 ოქტომბერი 2026,   21:18
ვრცლად
"ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხს განვიხილავთ" - ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს

ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

მიმოიხილავენ ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას, შედეგებსა და გეგმებს. უწყების საქმიანობის ანგარიშს დეპუტატებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარუდგენს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშსაც მოისმენს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამი კომიტეტის ერთობლივ კრებაზე ტურიზმთან დაკავშირებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

"ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება. ტურიზმი, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის მიღწევებს, სამომავლო გეგმებს, არსებულ გამოწვევებს. ერთობლივად სამი კომიტეტი ვიღებთ მონაწილეობას.

არჩეული გვაქვს კახეთი, გამომდინარე იქიდან, რომ კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდა საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმისა და შიდა მოგზაურობის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები