საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი აგრძელებს წარმატებულ პროექტს - "ქართული საოპერო მუსიკის საღამოები საქართველოს რეგიონებში".
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. საღამოებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს.