07 ოქტომბერი 2026,   22:32
ვრცლად
ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის  გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ ორგანიზაცია კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მზად არის, ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ლაბორატორიაში მუშაობისას თანამშრომელს შავი ჭირის პათოგენის შემცველი კოლბა გაუტყდა. რუსეთის ოფიციალური უწყებები ამ ვერსიას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

დღის ამბები