08 ოქტომბერი 2026,   22:13
ვრცლად
"ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს" - ირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე

"ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს," - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძის წერილს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ნათელია, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდა გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ მისი მიზანი და საქმიანობა სრული კრახით დასრულდა. 

"ორგანიზატორებმაც დაინახეს, რომ მათი მიზნები და მათი ქმედება იყო აბსოლუტურად არაკანონიერი. მათმა მიზნებმა იმის გამო, რომ მანკიერი მიზნები გააჩნდათ, სრული ფიასკო განიცადა. პაატა ბურჭულაძეს გასაგებია რომ უნდა გარეთ გამოსვლა, იმიტომ რომ მისი მიზანი და საქმიანობა სრული კრახით დასრულდა. ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის შემდეგ უკვე პაატა ბურჭულაძეც ამზადებს ნიადაგს შეწყალებისთვის. წერს რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა.

დღის ამბები