10 ოქტომბერი 2026,   11:44
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა. მხარეებმა აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საზღვრისპირა ზოლის განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზეც ისაუბრა.

მსჯელობა შეეხო აგრეთვე, რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების დინამიკას, ახალ შესაძლებლობებს და ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას.

დღის ამბები