თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. ამის შესახებ ჟორჟოლიანი ინფორმაციას და ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დავა ეხებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20-პირიან სიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ადამიანები თეა წულუკიანის მამის, ბრძანებით დახვრიტეს.
თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივლა. მოსარჩელე მხარის მოთხოვნები სამივე ინსტაციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
ჟორჟოლიანის განცხადებით საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.
"განჩინება ჩამბარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით სტრასბურგში. რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტაციამ თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა სასამართლომ", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა