13 ოქტომბერი 2026,   17:41
ვრცლად
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 20 მილიარდ 535 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 მილიარდ 534 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, პაატა შავიშვილის განცხადებით, ექსპორტი თითქმის 20, იმპორტი კი 5%-ით გაიზარდა.

"საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 20 მილიარდ 535 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი იყო 6 მილიარდ 153 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.6%-ით მეტია.

იმპორტმა შეადგინა 14 მილიარდ 382 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3 %-ით მეტია", - განაცხადა პაატა შავიშვილმა.

 

დღის ამბები