13 ოქტომბერი 2026,   14:56
ვრცლად
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს.

მონიტორინგის ფარგლებში, საბავშვო სივრცეებში, საპირფარეშოებსა და კვების ბლოკში სისუფთავის ხარისხზე საანალიზო ნიმუშების აღება ხორციელდება; აგრეთვე მოწმდება ბაღებში არსებული მარაგები და საკვების კალორიულობა.

შემოწმებას, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორატორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.

ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 38 საჯარო და 35-ვე კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება.

დღის ამბები