13 ოქტომბერი 2026,   14:56
ვრცლად
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

საუბარი შეეხო ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებს და საერთაშორისო სავალუტო ფონთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებსა და მდგრად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საშუალოვადიან პერიოდში პარამეტრების პროგნოზებზე.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება.

დღის ამბები